რობერტ ნესტა მარლი 1945 წელს იამაიკაში დაიბადა. მერიტის ორდენის მფლობელი იამაიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. იგი ცნობილი გახდა ჯგუფთან Bob Marley & The Wailers (1963–1981) ერთად სკას, როკსტედისა და რეგის შესრულებით. მარლი რჩება რეგის ჟანრის ყველაზე ცნობილ შემსრულებლად და აღიარებულია იამაიკური მუსიკისა და რასტაფარის მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად.
1963 წელს ბობმა, ბანიმ, პიტერმა, ბევერლი კელსომ, ჩერი სმითმა და ჯუნიორ ბრეითვეიტმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი The Teenagers, რომელიც სკასა და როკსტედის უკრავდა.(მუსიკალური მიმდინარეობა რეგი სწორედ ამ და სხვა ჟანრებზეა დაფუძნებული). მათ ხშირად შეცვალეს ჯგუფის სახელი საბოლოოდ – The Wailers დაერქვა მათ ჯგუფს. 1968 წელს ბობმა და რიტამ გაიცნეს ჯიმი ნორმანი, ჯონი ნეშის სიმღერების ავტორი.ნორმანთან და სხვა მუსიკოსებთან სამ დღიანი სესიისას ჩაწერილი იქნა მარლის, ელ პიფრომის (ნორმანის თანაშემწეს) და თავად ნორმანის სიმღერები, რაც 24 წუთიან ფირად იქცა. რეგის ისტორიკოსის, როჯერ სტივენსის თქმით, იგი იშვიათ ჩანაწერს წარმოადგენს და უფრო მეტად ტრადიციული პოპია, ვიდრე რეგი, რაც წარმოადგენდა ბობ მარლის მცდელობას, შეეღწია ამერიკულ ჩარტებში და მან მოახერხა კიდეც ეს.1972 წელს The Wailers დაუკავშირდა ლეიბლს CBS Records, მაგრამ მათი თანამშრომლობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მარლის შემდეგი მცდელობა იყო Island Records-თან გასაუბრება, და მას გაუმართლა კიდეც რადგან სწორედ მაშინ Island Records ახალ სახეებს ეძებდა. The Wailers დაიშალა 1974 წელს და მისმა ყოველმა წევრმა სოლო-კარიერა დაიწყო. მიუხედავად დაშლისა, ბობი კვლავ განაგრძობდა ჩაწერას სახელით Bob Marley & The Wailers. მის ახალ ბენდში შედიოდნენ ძმები კარლტონ და ესტონ ბარეტები (დასარტყამები და ბას გიტარა), ჯუნიორ მარვინი და ელ ანდერსონი (გიტარები), ტაირონ დაუნი და ერლ ლინდო (კლავიშიანი ინსტრუმენტები) და მარლის მეუღლე, რიტა (დამატებითი ვოკალი)
იამაიკის ფარგლებს გარეთ 1975 წელს მარლიმ დიდი წარმატებამ მოიპოვა სიმღერით No Woman, No Cry, რომელმაც, თავის მხრივ, შტატებში მის ალბომს Natty Dread უდიდესი პოპულარობა შესძინა. იგივე შეიძლება ითქვას შემდეგ ალბომზე, Rastaman Vibration (1976), რომელიც ბილბორდის 100-ეულში ოთხი კვირის მანძილზე იმყოფებოდ
აღიარებულია, რომ მუსიკოსმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენებში წვლილის შეტანაში. მისი ცნობილი სიმღერებია „I Shot the Sheriff“, „No Woman, No Cry“, „Could You Be Loved“, „Stir It Up“, „Jamming“, „Redemption Song“, „One Love“ და The Wailers-სთან ერთად შექმნილი „Three Little Birds“,გარდა ამისა, ცნობილია მისი სიმღერები, გამოცემული გარდაცვალების შემდეგ — „Buffalo Soldier“ და „Iron Lion Zion“. კრებული „Legend“ (1984), რომელიც მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გამოვიდა, წარმოადგენს რეგის ჟანრის ყველაზე გაყიდვად ალბომს, რომელიც აშშ-ში 10-ჯერ გახდა პლატინის სტატუსის მფლობელი. მსოფლიო მასშტაბით სულ გაიყიდა ალბომის 20 მილიონზე მეტი ასლი.