Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
მაიკლ ჯექსონი

პოპ მუსიკის მეფედ აღიარებული მაიკლ ჯექსონი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წარმატებული მუსიკოსია, რომელმაც პოპ კულტურის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. ჯექსონმა პროფესიონალური მუსიკალური კარიერა ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში, The Jackson 5-ით დაიწყო, სადაც ის საკუთარ და-ძმებთან ერთად მღეროდა. წარმატებული დებიუტის შემდეგ, მუსიკოსმა საკუთარი სოლო კარიერის დაწყება გადაწყვიტა და 1972 წელს პირველი ალბომი Got to Be There გამოაქვეყნა.

1979 წელს გამოიცა მაიკლ ჯექსონის რიგით მე-5 ალბომი Off the Wall, სადაც ტრადიციული პოპ ჟღერადობის პარალელურად აშკარა იყო აქცენტი დისკოს, ფანკის და რიტმ ენ ბლუზის ჟღერადობაზე. ამ ჩანაწერთან ერთად ამერიკელი მუსიკოსის კარიერა ახალ ეტაპზე გადავიდა და საფუძველი დაედო იმ ეპოქას, რომელმაც მომდევნო ათწლეულებში პოპ მუსიკის ბედი გადაწყვიტა. 80-იანი წლების დასაწყისში ჯექსონმა აუდიტორიას ალბომი Thriller და დღეს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ნამუშევრები Beat It, Billie Jean და Thriller წარუდგინა.  Thriller გამოსვლისთანავე ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა, რომელმაც ძალიან წარმატებით გადაკვეთა როგორც მუსიკალური, ასევე ეთნიკური საზღვრები. როგორც სიმღერები, ასევე მასზე გადაღებული ვიდეოები პოპ კულტურის ფენომენებად იქცა, რასაც თავის მხრივ კიდევ უფრო ამყარებდა არტისტისთვის დამახასიათებელი საცეკვო მოძრაობები და სცენურობა. თავის კარიერაში მაიკლ ჯექსონს 13 გრემის ჯილდო აქვს აღებული, ხოლო მისი შემოქმედება გინესის რეკორდების წიგნში 39 რეკორდით არის აღნიშნული. უნიკალური სტილით და კონტროვერსული იმიჯით სახელგანთქმული მუსიკოსი 2009 წელს  50 წლის ასაკშიგარდაიცვალა, თუმცა მისი მუსიკალური მემკვიდრეობა დღემდე აქტიური განხილვის საგანია.

  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა