Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
ევგენი მიქელაძე

ევგენი მიქელაძე ქართველი დირიჟორი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა, რომელიც 1903 წელს ქალაქ ბაქოში დაიბადა. 1931–1937წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1933 წლიდან მთავარი დირიჟორი, 1937 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი; 1932 წელს დააარსა თბილისის კონსერვატორიის სტუდენტთა ორკესტრი; 1933–1937წწ. ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს; შესანიშნავად უძღვებოდა ორ დიდ საქმეს – საოპერო და სიმფონიურ ხელოვნებას; მისი თაოსნობით სიმფონიური მუსიკის პროპაგანდამ საქართველოში დიდ მასშტაბს მიაღწია; მის რეპერტუარში იყო: ბეთჰოვენის, ვაგნერის, შუბერტის, ბრამსის, ბერლიოზის, ჩაიკოვსკის, ბოროდინის, რიმსკი–კორსაკოვის, მალერის, რ. შტრაუსის, პროკოფიევის, სტრავინსკის, შოსტაკოვიჩის ქმნილებანი; დირიჟორობდა ქართული სიმფონიური მუსიკის ადრინდელ ნიმუშებს(შ. მშველიძის, გ. კილაძის, ი. ტუსკიას, შ. თაქთაქიშვილის, ი. გოკიელის ნაწარმოებებს); მისი ხელმძღვანელობით გამართულმა საკონცერტო სეზონებმა დიდი სტიმული მისცა ეროვნულ სიმფონიურ შემოქმედების სწრაფ განვითარებას; მისი ხელმძღვანელობით ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა შემოქმედებით აღმავლობას მიაღწია, 1937 წელს ეს განსაკუთრებით გამოვლინდა ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის I დეკადაზე მოსკოვში; ის დირიჟორობდა ზ. ფალიაშვილის ოპერებს("აბესალომ და ეთერი" და "დაისი"), საოპერო რეპერტუარში გამოირჩეოდა ბიზეს "კარმენი", ვერდის "ოტელო" და "აიდა", ბოროდინის "თავადი იგორი", პუჩინის "ტოსკა", გუნოს "ფაუსტი", ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", დონიცეტის "დონ პასკუალე", მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი", რიმსკი–კორსაკოვის "მფის საცოლე", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე"; მისი ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო მასშტაბურობა, მგზნებარე ტემპერამენტი, შინაგანი დისციპლინა; მან სრულყო ქართული ეროვნული სადირიჟორო ხელოვნება; 1937 წელს იქნა რეპრესირებული. 

  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა