Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
ელვის პრესლი

ელვის პრესლი სახელგანთქმული ამერიკელი მომღერალი და მსახიობია, რომელსაც ხშირად როკ ენ როლის მეფედ მოიხსენიებენ. ის 1935 წელს მისისიპის შტატში დაიბადა, ხოლო მუსიკალური კარიერა 19 წლის ასაკში პროდიუსერ სემ ფილიპსის დახმარებით დაიწყო, რომელსაც  სურდა აფრო-ამერიკული მუსიკალური ტრადიცია ამერიკული აუდიტორიის უფრო ფართო ნაწილისთვის მიეწოდებინა. ფილიპსი არჩევანში არ შემცდარა, 1956 წელს მათი თანამშრომლობით გამოსული პირველივე კომპოზიცია Heartbreak Hotel ამერიკული ჩარტების სათავეში მოექცა, ელვის პრესლი კი როკ ენ როლის ახალ აღმოჩენად იქცა.

ელვის პრესლი იყო ერთ-ერთი პირველი არტისტი, რომელმაც საკუთარი საშემსრულებლო ოსტატობით სატელევიზიო ეთერები დაიპყრო და შემოქმედება მილიონობით ადამიანს გააცნო. პარალელურად ის აქტიურად მუშაობდა ჰოლივუდურ სტუდიებთან, რის ფარგლებშიც ათეულობით საუნდტრეკ ალბომი გამოსცა, თავად კი 30-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მუსიკალური ჩარტების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტის კარიერა დაახლოებით 700-მდე მუსიკალურ ჩანაწერს და ათეულობით მილიონ გაყიდულ ალბომს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ადრე, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, ლეგენდა ელვის პრესლის შესახებ დღემდე ცოცხალია.

  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა