ედიტ პიაფი საყოველთაოდ პოპულარულ უდიდეს ფრანგ მომღერლად მიიჩნევა. მისი გარდაცვალებიდან ათწლეულების შემდეგაც კი სიმღერა “the Sparrow” შთამაგონებელია განურჩევლად ინტერესებისა, სქესისა და გემოვნებისა. ედიტის ყველაზე დიდი ძალა არ ყოფილა ტექნიკა, ან ხმის სიწმინდე, არამედ მისი სიმღერის უფილტრო, ვნებიანი ძალა.
აუდიტორიას მისი არაჩვეულებრივი წვრილი და ძლიერი ხმა აოცებდა. მისი სტილი კლასიკური ფრანგულ შანსონს განასახიერებდა - ძალიან ემოციური და მელოდრამატული, რადგან ყოველი სიტყვიდან ემოცია და სენტიმენტები იგრძნობოდა. სევდიანი და სამგლოვიარო სიმღერებით ის გულისტკივილზე, ტრაგედიაზე, სიღარიბესა და ქუჩაში ცხოვრების მკაცრ რეალობაზე ჰყვებოდა, რაც პირადად ჰქონდა გამოცდილი.
მისი ცხოვრება ხშირად ხდებოდა ლეგენდების წყარო. ჯერ კიდევ ერთ-ერთი ღარიბული პარიზის ქუჩის URCHIN-იდან საერთაშორისო აღიარების ვარსკვლავობამდე. მარტივი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონია, სამი წლის შვილი გარდაცვალების შემდეგ კი ნარკოდამოკიდებულიც გახდა. თავად ედითტი სამ ავტოკატასტროფას გადაურჩა, შეყვარებული კი სამწუხაროდ, ვერა. ეს ედიტისთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო, რასაც შემდეგ ისევ თავის სევდიან მუსიკაში აქსოვდა.
1951 წელს პიაფმა ახალგაზრდა სიმღერების ავტორი და მომღერალი შარლ აზნავური გაიცნო, რომელიც მოგვიანებით ფრანგული სიმღერების ერთგვარ გიგანტადაც იქცა და ედითსაც წარმატებით უწევდა მენტორობას. მისი სხვა ურთიერთობებისგან განსხვავებით, ეს ურთიერთობა ყოველთვის რჩებოდა პლატონურად, მიუხედავად მათი მუდმივი სიახლოვისა და ერთგულებისა. აზნავური ყველაფერში ეხმარებოდა პიაფს, ის იყო მისი მდივანი, მძღოლი და ა.შ. ედიტს კი თან მიჰყავდა ტურნეზე, ჩაწერა მისი რამდენიმე ადრეული სიმღერა, მათ შორის ჰიტი "Plus Bleu Que Tes Yeux". "და “Jézébel“
პიაფმა კარიერის პიკს 50-იანი წლებში მიაღწია. მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, საერთაშორისო ტურნეებშიც აქტიურად ერთვებოდა და საკმაოდ წარმატებულადაც. 1956-1958 წლებში მან კიდევ რამდენიმე ჰიტი გამოუშვა, მათ შორის: "La Foule", "Les Amants D'un Jour", "L'homme à la Moto" და smash "Mon Manège à Moi". ამ პერიოდის განმავლობაში ნარკოტიკების მიღება შეწყვიტა და შეიძლებოდა ბევრად უფრო წარმატებულადაც გაეგრძელებინა კარიერა, თუმცა წლების განმავლობაში ალკოჰოლმა და წამლებმა მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა.
1958 წლის მიწურულს იგი შეხვდა ამომავალ კომპოზიტორ ჟორჟ მუსტაკის და ერთმანეთიც მალევე შეუყვარდათ. მარგარიტ მონოსთან გაერთიანებით კიდევ ერთხელ, მუსტაკიმ დაწერა "Milord" - ჰიტი, რომელიც 1959 წლის დასაწყისში მოხვდა ჩარტებში მთელ ევროპაში და გახდა პიაფის პირველი წარმატებული სინგლი დიდ ბრიტანეთში. პიაფის სიცოცხლე კიბომ 47 წლის ასაკში შეიწირა. მომღერალმა ჟანრის განმსაზღვრელი კლასიკის გრძელი სერია ჩაწერა - "Mon Légionnaire", "La Vie en Rose", "L'Hymne à l'Amour", "Milord" და "Non, Je Ne Regrette Rien" მათ შორის - რომლითაც მისმა ბევრმა მსმენელმა შეიგრძნო ფრანგული სოულის არსი.