Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
დიმიტრი არაყიშვილი
ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი დიმიტრი არაყიშვილი დაიბადა 1873 წელს. 1894-1901 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატულ სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა. დიმიტრი არაყიშვილმა 1917 წელს დაამთავრა მოსკოვის არქეოლოგიური ინსტიტუტი, ბრწყინვალედ დაიცვა დისერტაცია, რისთვისაც მიენიჭა სწავლული არქეოლოგის ხარსიხი და ოქროს მედალი. მოსკოვში მოღვაწეობის წლებში (1894-1918) იგი გატაცებით კრებდა, იკვლევდა და პროპაგანდას უწევდა ქართული მუსიკის ფოლკლორს. 1906 წელს მოწინავე რუს მუსიკოსებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა "სახალხო კონსერვატორიას", სადაც თვითონაც ასწავლიდა. ორი წლის შემდეგ მან არბატის უღარიბესი მოსწავლეებისათვის დააარსა უფასო სამუსიკო კურსები. მისი პირადი თაოსნობითა და ღვაწლით 1908 წელს მოსკოვში გამოვიდა პროგრესული ჟურნალი "მუზიკა ი ჟიზნი", რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში თვითონვე რედაქტორობდა. ამავე პერიოდში იგი აქტიური წევრი იყო მოსკოვის "მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ქართული საზოგადოებისა", რომელსაც სათავეში ედგა ა. სუმბათაშვილ-იუჟინი. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი ოცზე მეტი საუკეთესო ნაწარმოები. 1921 წელს თბილისში მისი უშუალო ინიციატივით დაარსდა მეორე კონსერვატორია, რომელთანაც ჩამოყალიბდა საგუნდო კლასი, სიმებიანი კვარტეტი, საოპერო სტუდია. 1926-1929წწ. იყო თბილისის კონსერვატორიის (1923 ორივე კონსერვატორია გაერთიანდა) დირექტორი, კათედრის გამგე, საკომპოზიციო ფაკუკლტეტის დეკანი. მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი დარგია კამერულ-ვოკალური ლირიკა. ამ ჟანრში კომპოზიტორმა ჭეშმარიტად კლასიკური მნიშვნელობის ნიმუშები შექმნა. იგი აღიარებულია ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ფუძემდებლად.
 
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა