Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
ვახტანგ ჭაბუკიანი
ვახტანგ ჭაბუკიანი 1910 წლის 27 თებერვალს, ქ.თბილისში, ფიქრის გორაზე დაიბადა. მისი პირველი ბალეტის მასწავლებელი მარია პერინი იყო. პერინი-იტალიელი ბალერინა, ქ.ტურინის სამეფო ბალეტის დასის სოლისტი გახლდათ და თბილისში საგასტროლოდ ჩამოდიოდა, შემდეგ კი საქართველოში დარჩა და კერძო საბალეტო სკოლა გახსნა გრიბოედოვის N24-ში (სამხატვრო აკადემიის შენობაში). ეს ამბავი 1916 წელს მოხდა. სწორედ ეს თარიღი ითვლება ქართული საბალეტო ხელოვნების სკოლის დაბადების დღედ. ჭაბუკიანი პერინისთან 12 წლის ასაკში მოხვდა. იქ მისი უფროსი და - თამარი ეუფლებოდა საბალეტო ხელოვნებას. პერინის მოსწავლეეები იყვნენ: ნინო რამიშვილი, სიმონ ვირსალაძე, დიმიტრი და ირინე ალექსიძეები, მარია ბაუერი და ქართული ბალეტის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები. პერინის მიერ მოწყობილი საბალეტო სპექტაკლებისთვის ვახტანგი თვითონ დგამდა საკონცერტო ნომრებს და თვითონ ასრულებდა მათ. 
 
1926 წლიდან ჭაბუკიანმა სწავლა პეტერბურგის (ლენინგრადის) ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გააგრძელა. ასაკის გამო სასწავლი პროგრამა 3 წელიწადში გაიარა და 3 წლის შემდეგ ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა. ის თითქმის ყველა სპექტაკლში ღებულობდა მონაწილეობას.  ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ჭაბუკიანის და ტატიანა ვეჩესლოვას გასტროლები ამერიკაში 1934 წელს. ეს აშშ-ში საბჭოთა კავშირიდან ხელოვნების სფეროში პირველი გასვლა იყო. 1934 წლის 12 იანვარს ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში’’ გაიმართა მათი წარმოდგენა, რომლის შემდეგ პრესა აღნიშნავდა, რომ ჭაბუკიანმა და ვეჩესლოვამ შტურმით აიღეს ნიუ-იორკი. ვახტანგ ჭაბუკიანი ქართული ეროვნული ბალეტის ფუძემდებელი გახდა. ამას მოყვა ბალეტი ,,ლაურენსია’’- 1939 წელს, რომელიც ლოპე დე ვეგას ,,ცხვრის წყაროს მიხედვით’’დაიდგა. 1951 წლიდან იგი ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი და ხელმძღვანელი ხდება. ეს პირველი სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელია, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს და აგრძელებს მის ტრადიციას, ზრდის პროფესიული ბალეტის თვალსაჩინო მსახიობებს.
ავტორი: ნატალია შილაკაძე
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა