Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
ბარი უაითი

ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი ბარი ვაითი 1944 წლის 12 სექტემბერს ქალაქ გალვესტონში, ტეხასის შტატში დაიბადა. მისი აქტიური მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო, როდესაც Love Unlimited Orchestra-სთან თანამშრომლობა დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ კი უაიტმა ხელი მოაწერა „20th Century Fox Records“-სთან კონტრაქტს, რაც მისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა. მან დაწერა, არანჟირება გაუკეთა და პროდუსირებაც თავადვე გაუწია კლასიკურ სოულ-ბალადად ქცეული კომპოზიციას „Walking in the Rain (With The One I Love)“, რომელმაც პოპულარობა სწრაფადვე მოიპოვა, ამ კომპოზიციამ ბილბორდის ასეულში #14 ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ ხმის ჩამწერმა კომპანიამ გადაწყვიტა, ბარის წინა პლანზე წამოწევა და მისი სოლო მომღერლად ქცევა, რისი შედეგიც არის უამრავი წარმატებული სიმღერა, რომელსაც მელომანეი დღესაც აქტიურად უსმენენ და ასრულებენ: "I'm Gonna Love You Just a Little More Baby" (1973), "Never, Never Gonna Give You Up" (1973), "Can't Get Enough of Your Love, Babe" (1974), "You're the First, the Last, My Everything" (1974), "What Am I Gonna Do With You" (1975), "Let the Music Play" (1976), "Your Sweetness is My Weakness" (1978). მისი შემოქმედება R&B, სოულის, ფანქის და დისკოს მუსიკალურ საზღვრებს კვეთს, რის გამოც ის ერთნაირად არის დაფასებული სხვადასხვა გემოვნების მქონდე მსმენელში.

  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა