Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მწვანე პოლიტიკა
    • მწვანე პოლიტიკა
  • ნიჟარები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
ბი ბი ქინგი

ფრენკ სინატრა (1915-1998) ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და პროდიუსერია, რომელიც სამართლიანად სახელდება XX საუკუნის ყველაზე გავლენიან არტისტებს შორის. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტია. 

 

ფრენკ სინატრა ნიუ ჯერსის შტატში, იტალიელი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა. მუსიკალურ სივრცეში მისი პირველი ნაბიჯები სვინგის განვითარებას ემთხვევა, როდესაც სინატრამ იმ პერიოდის ცნობილ არტისტებთან ჰარი ჯეიმსს და ტომი დორსეისთან თანამშრომლობა დაიწყო. 1943 წელს მან მუსიკალურ გიგანტთან Columbia Records მოაწერა ხელი, რაც სინატრას წარმატებული კარიერის საწყის ფაზად მიიჩნევა. მალევე ის ლას ვეგასის ცნობილი საკონცერტო სივრცეების რეზიდენტი არტისტი გახდა, სადაც სახელი მალევე მოიხვეჭა. მისი მუსიკალური მოღვაწეობა საოცრად პროდუქტიული იყო, რაზეც მის მიერ ჩაწერილი 59 სტუდიური ალბომი და დაახლოებით 300 კომპოზიციაც მეტყველებს.

1953 წელს სინატრამ საკუთარი თავი კინოშიც გამოსცადა და მონაწილეობა მიიღო ფილმში  From Here to Eternity, რომელმაც არტისტს ოსკარის და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა. ამის შემდეგ ის უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა ჰოლივუდოს ფილმებსა და მიუზიკლებში. ზემოთხსენებული ჯილდოების გარდა, თავისი კარიერის განმავლობაში ამერიკელმა არტისტმა 11 გრემის ფიგურაც დაიმსახურა და Time-ს ვერსიით XX საუკუნის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დასახელდა.

  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ნიჟარა