Black Sea Arena
  • მთავარი
  • ღონისძიებები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • ვარსკვლავები
    • რა არის ვარსკვლავი?
    • შეთავაზებები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
31 ივლისი - რეინჯერთა მსოფლიო დღე


ყოველწლიურად, 31 ივლისს, რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნება და მას მთელი განვითარებული მსოფლიო დიდი ენთუზიაზით აღნიშნავს.

შეიძლება ეს დღე ერთი შეხედვით ნაკლებად სერიოზულად ჟღერდეს, თუმცა მეტი სიცხადისთვის გეტყვით, რომ ეს დღე მოვალეობის შესრულების დროს მოკლული ან დაშავებული რეინჯერებისა და იმ სამუშაოების პატივსაცემად აღინიშნება, რომლებსაც რეინჯერები ყოველდღიურად ასრულებენ პლანეტის ბუნებრივი საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.

31 ივლისს ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ სიმამაცეზე და მსხვერპლზე, რომელსაც რეინჯერები არ უშინდებიან. ამ დღეს ჩვენ პატივს ვცემთ და ვამხნევებთ იმ ადამიანებს, რომლებიც მამაცურად იცავენ ველურ ბუნებას და დგანან კონსერვაციის წინა ხაზზე.

რა არის რეინჯერი?

რეინჯერი არის ადამიანი, რომელსაც ევალება პარკის და ბუნებრივი დაცული ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვა. ჩვეულებრივ რეინჯერები ეროვნული პარკის ხელმძღვანელის თვალები და ყურები არიან, რომლებიც უმეტეს დროს გარეთ, ბუნებაში ატარებენ. ისინი უზრუნველყოფენ კონტაქტს ეროვნული პარკის ხელმძღვანელობას, ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს შორის.

რეინჯერებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა ეროვნული პარკის ისტორიისა და ველური ბუნების შესახებ. ისინი პასუხობენ პარკთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ  შეკითხვებს. ამასთან, მათი მუშაობა ამაზე ბევრად შორს მიდის. მათ ასევე უნდა გაითვალისწინონ ნებისმიერი პოტენციური პრობლემა და რადგან საქმე აქვთ ცოცხალ ცხოველებთან, ეს შეიძლება ძალიან სარისკო იყოს.

როგორ აღვნიშნოთ რეინჯერთა მსოფლიო დღე ?

არსებობს უამრავი გზა, რომლითაც შეგიძლიათ აღნიშნოთ რეინჯერთა მსოფლიო დღე. მაგალითად ერთ-ერთი გზაა თანხების შეგროვება ყველა იმ კრიტიკული სამუშაოსთვის, რასაც რეინჯერები ასრულებენ - დაზარალებული ან დაღუპული რეინჯერების ოჯახების დახმარებას, ასევე თანხების შეგროვებას რეინჯერის აღჭურვილობისა და ტრენინგის სფეროში. თუმცა, ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ისაა, რომ მათი სამუშაოს სირთულე გავაანალიზოთ და დავაფასოთ.

 

 



კომენტარები

  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
© 2019 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი